Wednesday, July 6, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

    შევქმენი მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და  დავიწყეთ შეფასების რუბრიკების შედგენა.

Tuesday, July 5, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

    განვიხილეთ ჩვენ მიერ გაკეთებული პრეზენტაციები, ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა და მისი ბლოგზე განთავსება.ასევე საკუთარ ბლოგზე ჩვენთვის საჭირო გვერდები შევქმენით, ვისწავლეთ, როგორ გავაფორმოთ ეს გვერდები.

Sunday, July 3, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

გავეცანი შეფასების სტრატეგიების ძირითად კატეგორიებს და შევქმენით შეფასების გეგმა. ეს გეგმა მოვათავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში.

Sunday, June 26, 2016

მესამე დღის რეფლექსია

   პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ სტანდარტებს და განსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში. შერჩეული  სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები. გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუშებს.

Saturday, June 25, 2016

მეორე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მსვლელობისას  გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, ვისწავლე ელექტრონული საქაღალდის შექმნა,განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, ვისწავლე სურათების გადმოწერა და ჩასმა, ბუკლეტის დამზადება.